top of page

აკადემია პოლუსი
საუკეთესო ადგილი სწავლისთვის

 რას შეგიძლია ისწავლო POLUS-ში​

POLUS Academy-ში სწავლა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღებას არ ნიშნავს. ჩვენი პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლემ გაიუმჯობესოს აკადემიური შედეგები, განივითაროს დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, შეძლოს საკუთარი მოსაზრების თავდაჯერებულად გამოხატვა და თანამედროვე ტექნოლოგიები გააზრებულად გამოიყენოს.

სასკოლო განათლება

მოსწავლეებს ვეხმარებით საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, სასწავლო შედეგების გაუმჯობესებასა და გამოცდებისთვის საფუძვლიან მომზადებაში.

აზროვნება და კომუნიკაცია

მოსწავლეებს ვეხმარებით კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვისა და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარების განვითარებაში

AI და მომავლის უნარები

მოსწავლეებს ეხმარება AI-ის გააზრებულად და პასუხისმგებლობით გამოყენებაში, ციფრული წიგნიერების განვითარებასა და თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარების შეძენაში.

რა გამოსდის მოსწავლეს კარგად? რა უშლის ხელს სწავლაში და როგორი მხარდაჭერა სჭირდება?

POLUS 360° ეხმარება მოსწავლესა და მშობელს უკეთ გაიცნონ მოსწავლის ძლიერი მხარეები, სწავლის ჩვევები და განვითარების საჭიროებები. მიღებული სურათის საფუძველზე იქმნება პერსონალური გეგმა კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც მოსწავლეს სწავლის უკეთ ორგანიზებაში, სირთულეებთან გამკლავებასა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება.

სრული შეფასება მოიცავს:

​

  • მოსწავლის სასწავლო ჩვევების დეტალურ ანალიზს;

  • ძლიერი მხარეებისა და განვითარების საჭიროებების გამოვლენას;

  • მოტივაციის, თვითორგანიზებისა და კომუნიკაციის შეფასებას;

  • მოსწავლისა და მშობლის ხედვების შედარებას;

  • ინდივიდუალურ წერილობით ანგარიშს;

  • კონკრეტულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს;

  • მშობელთან და მოსწავლესთან შედეგების განხილვას;

  • განვითარების შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას.

bottom of page